Wednesday, February 27, 2013

ექვთიმე თაყაიშვილი 150 წლისაა

ჩვენ მოვიპოვეთ მასალა ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ ვიდოების სახით.
http://www.youtube.com/watch?v=lUAFXMNlcJE
http://www.youtube.com/watch?v=82SiUC-WrdI
http://www.youtube.com/watch?v=tfGDW_BH5fg

ჩვენს შესახებ


ეს ბლოგი შეიქმნა ექვთიმე თაყაიშვილის 150 წლისთავთან დაკავშირებული ლონკურსისთვის, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გამოაცხადა.
ბლოგის მსვლელობა: გორის რაიონი სოფელი ქიწნისის სსიპ საჯარო სკოლის  მე-9 კლასში ჩვენ შევისწავლეთ ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპები. 
თამარი ნაოჭაშვილმა ( ტ:598-12-34-32; ელ. ფოსტა: naochashvilit@yahoo.com ) შეისწავლა ექვთიმე თაყაიშვილის ბავშვობისა და ყრმობის წლები, ასევე გაეცნო თაყაიშვილის ნაშრომებს, რომლებიც ასახავენ მის დამსახურებას ნუმიზმატიკასა და ეთნოგრაფიაში. ცალკე საკითხად განიხილა, როგორც მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე. იმუშავა ბლოგის შექმნასა და მის დიზაინზე.
ნაზი ნაოჭაშვილმა( ტ:598-27-09-98; ელ. ფოსტა: nazi.naochashvili@mail.ru ) გამოიკვლია თაყაიშვილის სიჭაბუკის წლები, ექვთიმე როგორც ფილოლოგი და ცალკე საკითხად განიხილა ექვთიმე როგორც საქართველოს "მეჭურჭლეთუხუცესი".
მარიამ გაგიევმა (ტ: 558-97-43-23 ) შეისწავლა თაყაიშვილის დამსახურებანი ისტორიასა და არქეოლოგიაში.
პროექტის ხელმძღვანელი: ნინო ფარეხელაშვილი( ტ: 577-09-43-72; ელ. ფოსტა: nino.n.f@mail.ru )-ქიწნისის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი.                                                                                                                      ვებ-გვერდი/ბლოგი:www.ekvtimet.blogspot.com

ბავშვობა

ექვთიმე თაყაიშვილი

ექვთიმე სვიმონის ძე თაყაიშვილი დაიბადა გურიის მაშინდელი ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრის სოფელ ლიხაურში. ოფიციალური ცნობით 1863 წლის 5 ივნისს, ხოლო თვით ექვთიმე თაყაიშვილის შენიშვნითშესაძლოა ამაზე ერთი წლით ადრე“. ბავშვის დაბადება თოფის გასროლით არ უზეიმიათ, რადგან ექვთიმეს ავადმყოფი მამა სულს ღაფავდა და მალევე გარდაიცვალა.
მამა-აზნაური სვიმონ ნიკოლოზის ძე თაყაიშვილი, ჩინოსანი-კორდონის ოფიცერი, საზღვრის მცველი ყოფილა მაშინდელი გურია-ოსმალეთის ხაზზე. სოფელშიჭკვიანი, დინჯი, სამართლიანი და ნასწავლი კაცის სახელი ჰქონდა მოხვეჭილი“. კარგი პატრიოტიც ყოფილა.
დედა-თავად გიტული (გიტო) ნაკაშიძის ასული ნინო. ნინო მაზრის მოწინავე ქალთა შორის იხსენიება. ექვთიმე ხუთი წლისა იყო, როდესაც დედა გარდაეცვალა. ამის შემდეგ მას და მის და-ძმას ბებია და ახლობლები ზრდიდნენ. მიუხედავად მზრუნველი გარემოცვისა, ექვთიმემ მაინც გამოუსწორებელი მარცხი იწვნია: სამი წლის იყო, როდესაც ხეზე ავიდა, გადმოვარდა და მარჯვენა ფეხი მოიტეხა და იმის მერე დაკოჭლდა. პატარა ექვთიმე უმეტესად შინ იყო-ლიხაურში, დადიოდა დასთან ძიმითში, ზოგჯერ დედის ნათესავებთან მაკვანეთში ან კიდევ მამიდებს სტუმრობდა. ყმაწვილი ექვთიმე ოზურგეთის სასწავლებელში შეიყვანეს. სახელმძღვანელოებიც კი არ ჰქონდა და ზეპირად იმახსოვრებდა მასწავლებლის მონათხრობს. ყველაზე მეტად მასწავლებელი იოსებ თაყაიშვილი უყვარდა.
1874 წელს სამაზრო სასწავლებელი საქალაქოდ გადაკეთდა, პროგრამაც გაკეთდა დათითო კლასში ორ-ორი განყოფილება იყო“... ამ დროს ექვთიმე მე-3 კლასში გადადიოდა. ობოლ ექვთიმეს კვლავ ოთხი წელი რომ არ დასჭირვებოდა, მზრუნველმა სიძემ ფოთის სამაზრო სასწავლებელში ჩაარიცხვინა. მე-3 კლასი წარმატებით დაამთავრა და კვლავ ლიხაურში დაბრუნდა.
თაყაიშვილების ოჯახებში პატრიოტი ადამიანები იკრიბებოდნენ. ცნობისმოყვარე მოსწავლე ყველგან ისმენდა საინტერესო საუბრებს პატრიოტიზმზე, ისტორიასა და ლიტერატურაზე. „თამამად შეიძლება ითქვას-აღნიშნავს ექვთიმე-რომ ის ოჯახები, რომლებთანაც ვიყავი დაკავშირებული, მრავალ მასალას იძლეოდნენ ჩემი განვითარების ზნეობრივ არეზე, ჩემი სულიერი ზრდისთვის.“
ექვთიმე ახლოს იცნობდა აგრეთვე გურულებს, ქუთაისელი წერეთლების, ლორთქიფანიძეების, წულუკიძეების და პეტერბურგელი მოწინავე ქართველების ოჯახებს. ყოველივე ამის გამო შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის გარემო სადაც ექვთიმე იზრდებოდა, გახდა საფუძველი მისი გონებრივად და მორალურად ჩამოყალიბებისა და სამშობლოსადმი თავდადებისა.

გიმნაზია და უნივერსიტეტი


ექვთიმე თაყაიშვილი
1876 წელს ექვთიმეს ძმამ ნიკომ შვებულება აიღო და ლიხაურში ჩავიდა. იგი უთაისში,სამხედრო სასწავლო რაზმში ,,უჩებნაია კომანდაში” მსახურობდა... ექვთიმე ატეხილა – ,,ქუთაისში  წამიყვანე, ლათინურში წავიმეცადინებ და გიმნაზიაში მოვეწყობიო..”
ნიკომ ძმა წაიყვანა 1876 წლის ძლიერ ცივ ზამთრის დღეს. მოხუცი ექვთიმე გულისტკივილით იხსენებდა: ,,არავის გახსენებია ჩემთვის საზამთრო ტანისამოსის დამზადება”.. ექვთიმეს მხოლოდ წალების და პარუსინის ბლუზა სცმია. ორი დღის შემდეგ ჩაუღწევიათ ,,ტროიკით” ქუთაისში. პატარა ექვთიმეს ყაზარმაში მიუჩინეს ადგილი. აქვე  იკვებებოდა და უკვირდათ სხვებს ,რომ მუდამ წიგნს კითხულობდა. ეს შეუმჩნევია ,,კომანდის” უფროსსაც. შესცოდებია ყმაწვილი და ნება დაურთავს ყაზარმაში დარჩენაზე. მაშინ ქუთაისში იმყოფებოდნენ იოსებ და კოწია თაყაიშვილები; მათი დახმარებით ექვთიმე ქუთაისის ერთ–ერთ შეძლებულ ოჯახს აუყვანია რეპეტიტორად.
ქუთაისში ექვთიმესთან დადიოდნენ ბიძაშვილი ერმილე ნაკაშიძე, რომელიც აგრეთვე ემზადებოდა  გიმნაზიაში შესასვლელად და მისი ნათესავი ლათინურში კარგი მოწაფე – მოსე კალანდარიშვილი. ერმილეს შუამდგომლობით და ხარჯით ექვთიმე მოსესთან უნდა მომზადებულიყო იანვრიდან 15 ივნისამდე, მაგრამ მალე არდადეგები დაიწყო. მოსე და ერმილე მაკვანეთში წასულან. ექვთიმეც იქ უნდა ჩასულიყო ლიხაურიდან,მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო (მისი ძმა ვარლამი სტუმრობდათ, რომელსაც ქართული აღარ ახსოვდა, ხოლო მამიდა მაკასთან რუსული არავინ იცოდა, ექვთიმე მთარგმნელობდა). აგვისტოს დამლევს ვარლამი პეტერბურგს გაემგზავრა. ექვთიმემ გამოცდების წინა დღეებში წაიმეცადინა ლათინურში. ლათინურის გამო ექვთიმე მიიღეს პროგიმნაზიის II და არა III კლასში და ისევ წინააღმდეგობა – სწავლის ნახევარი წლის, 6 მანეთი შეიქმნა გადასახდელი. ექვთიმე ატირებული მისულა დიასახლისთან დაუთქვამს: ,, მესამე კლასში მწადდა შესვლა და ვერ შევედი, II-ში მოვხვდი და იქიდანაც დამითხოვეს , სწავლის ფული ვერ შემაქვს”...
გულკეთილ დიასახლისს გაუხსნია დანაზოგების ყულაბა  და შიგ 6 მანეთზე მეტი ძველი  და ახალი ქართული და რუსული ლითონის ფული  აღმოჩენილა. ექვთიმეს მიუტანია იგი ინსპექტორისათვის,რომელიც განცვიფრებულა–სად იშოვე ნუმიზმატიკის ეს კოლექციაო!...
,,ამგვარად, ნასესხები ფულის წყალობით დავიწყე პროგიმნაზიაში სიარული. შევეცოდე ინსპექტორს, ობლობისა და სიღარიბის ცნობა მიმატანინა, სწავლის გადასახადიდან გამათავისუფლა და რადგან პანსიონში ადგილი აღარ იყო, სანაცვლოდ 8 მანეთი დამინიშნა ყოველთვიურად”...
პროგიმნაზიში ექვთიმეს სახელი გაუთქვია, როგორც ბეჯით მოწაფეს. 35 მოწაფიდან IV კლასი მხოლოდ რვას დაუმთავრებია. 1879 წელს .თაყაიშვილი V კლასში ჩაირიცხა.
ქუთაისში ექვთიმე მოხვდა ოზურგეთელ თანაკლასელ ნიკო მართან, რომლის ,,უჩვეულო ნიჭიერებასა და დიდ მომავალს” მასწავლებლები ერთხმად აღიარებდნენ.
ახალ დირექტორს შეკითხვები მიუცია შეგირდისთვის. პასუხის მოსმენის შემდეგ ხმამაღლა განუცხადებია ,,да такайвший украшение класса!”..
ექვთიმე თაყაიშვილი
ქუთაისში ეზიარა ექვთიმე მაშინდელ თანადროულობას. იგი იხსენებს: ,,აქაურმა თეატრმა თბილისიდან ჩამოსული მსახიობებით აიდგა  ფეხი. ვასო აბაშიძე, კოტე მესხი, ლადო მესხიშვილი და სხვები აქ მართავდნენ  სპექტაკლებს აკაკი წერეთლის რეჟისორობით და ჩვენ გიმნაზიელები – დავდიოდით თეატრში.
ექვთიმე თაყაიშვილი და ნიკო მარი თანამოაზრენი იყვნენ. მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ, პეტერბურგში ისეთი ფაკულტეტი შეერჩიათ,რომელიც ,,უფრო იყო საჭირო საქართველოსთვის”... ექვთიმე თაყაიშვილმა 1883 წელს ქუთაისის გიმნაზია ვერცხლის მედალზე დაამთავრა. წარჩინებული დიპლომის მფლობელს ეკუთვნოდა კავკასიის სასწავლო ოლქის სტიპენდია და მოსკოვის უნივერსიტეტში აგზავნიდნენ... მაგრამ ექვთიმეს სწავლის გაგრძელება პეტერბურგში სურდა, რადგან ისტორიას იქ უკეთ ასწავლიდნენ და თან დიდი სურვილი ჰქონდა დასწრებოდა აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ლექციებს.
გიმნაზიის დირექტორის ა.სტოიანოვის შუამდგომლობით ექვთიმე თავისი სტიპენდიით პეტერბურგში ხვდება.
1883 წლის სექტემბერში ექვთიმე ჩაირიცხა პეტერბურგის ისტორიულ–ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. მას სულ ჰქონდა 700 მანეთი და სტიპენდია. ეს თანხა უნდა გამოეზოგა  მას სტუდენტობის წლებში და სამსახურის ჯამაგირამდე.
ექვთიმე პეტერბურგში გაემგზავრა თანაგიმნაზიელ ვანო გურულთან ერთად. ეს უკანასკნელი უზრუნველყოფილი იყო ხარჯებით, თუმცა ერთი კურსის გავლას 2 წელს ანდომებდა. რაც შეეხება ექვთიმეს იგი წარმატებით გადადიოდა კურსიდან კურსზე. ვერც არდადეგებზე ჩამოდიოდა სამშობლოში. მხოლოდ ერთი ზაფხული გაუტარებია თბილისში.
ექვთიმე მეორე კურსზე იყო, როცა  1884 წ. ნიკო მარი მოეწყო აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე. სიყრმის მეგობრები მართალია ერთ ფაკულტეტზე არ იყვნენ, მაგრამ ერთად აღამებდნენ ბიბლიოთეკაში, იკრიბებოდნენ ნიკო მარის ბინაზე და იმეორებდნენ დადებულ პირობას–უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე ჩამოსულიყვნენ საქართველოში და ემსახურათ მშობელი ხალხისთვის.
ლიხაურელი ახალგაზრდისთვის რუსეთის იმპერიის სატახტო ქალაქში ცხოვრება ბევრს ნიშნავდა. ექვთიმე იხსენებდა: "მე იმთავითვე უსათუოდ მინდოდა პეტერბურგის უნივერსიტეტში შესვლა, რადგან პეტერბურგი უფრო ევროპული ქალაქი იყო, ვიდრე მაგალითად, მოსკოვი.” აქ მიიღო აკადემიური განათლება, გაეცნო ჩვენ დიდ მამულიშვილებს – ი. ჭაჭავაძეს, ვაჟა–ფშაველას...პეტერბურგის სახელმწიფო ისტორიულ არქივში დაცულია სტუდენტ ექვთიმე თაყაიშვილის პირადი საქმე, რომელშიც დევს განცხადებები პეტერბურგში ცხოვრების ნებართვისა და საზაფხულო არდადეგებზე პავლოვსკში, ერთხელ თბილისში და ერთხელაც სხვაგან საზაფხულო არდადეგების დროს გასვლის შესახებ.
1887 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა წარმატებით ჩააბარა სახელმწიფო გამოცდები. იმავე წელს, ზაფხულში კანდიდატის ხარისხი დაიმსახურა. ექვთიმე წერს: "კანდიდატის ხარისხი რომ მიეცათ ყველა საგანში ხუთიანი უნდა მიგეღო სახელმწიფო გამოცდებზე.” მან წარმატებით შეისრულა მიზანი.
ნ. მარი პეტერბურგში დარჩა. მან ერთი წლის შემდეგ დაასრულა სწავლა. თბილისში გადმოსვლას რომ აპირებდა, თაყაიშვილმა მისწერა: ”ფეხი არ მოიცვალო პეტერბურგიდან, შენი ადგილი მანდაა. აქ მე დამიპირეს გაფუჭება და შენ სიფიცხეს უფრო არ აიტან!..”
მოგვიანებით ექვთიმე თავის სიყრმის დროინდელ მეგობარზე სიამაყით წერს: ”ნიკო მართლა მსოფლიო მნიშვნელობის მეცნიერად გამოიზარდა და გააცნო საზღვარგარეთს ქართველი ერის კულტურა, რასაც, რაღა თქმა უნდა, თბილისში მოღვაწეობით ნაკლებად შეძლებდა...”



მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე


1880 წელს ექვთიმე მტკივანი ფეხის სამკურნალოდ რაჭაში, სოფელ უწერაში იყო . ქუთაისში დაბრუნების შემდეგ მან გზაში ნანახი ეკლესია-მონასტრებისა და რაჭველთა ყოფის ამსახველი ისტორიულ-ეთნოგრაფიული ჩანაწერები ჟურნალ „ბედში“ გამოაქვეყნა სათაურით-„ქუთაისიდან უწერამდე“. ეს პუბლიკაცია ექვთიმე თაყაიშვილის პირველი ნაბიჯი აღმოჩნდა მეცნიერებაში.
ექვთიმე თაყაიშვილი
1887-1894 წლებში ექვთიმე თაყაიშვილი თბილისის ქართულ სათავადაზნაურო სკოლასა სა კლასიკურ გიმნაზიაში დირექტორის, ალექსი ჭიჭინაძის მიწვევით, ბერძნულ და ლათინურ ენებს ასწავლიდა.
1888 წელს იგი წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში გამგეობის წევრად შეიყვანეს პარალელურად აქვეყნებდა ძველ ხელნაწერთა აღწერილობებს გაზეთ ივერიაში.ექვთიმე თაყაიშვილის პირველ სამეცნიერო ნაბიჯებს მტკიცე ნიადაგი მოუმზადა ისტორიკოსმა დიმიტრი ბაქრაძემ, რომელსაც ექვთიმე შხვდა გიმნაზიაში მასწავლებლობის დაწეყებიდან ერთ წელიწადში. ისინი ხშირად ერთად მოგზაურობდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, ერთად ეძებდნენ, კრებდნენ ძველ ქართულ ხელნაწერებს, სწავლობდნენ და აბინავებდნენ მუზეუმში.
„საზოგადოების წევრი რომ გავხდი, მივიხედ-მოვიხედე; შევიტყვე, რომ იმ ძვირფას ხელნაწერებს კაცი პატრონი არა ჰყავდა და ძალაუნებურად მოვკიდე ხელი, დავუწყე პატრონობა, მერე თანდათან გამიტაცა, შემიყვარდა და ვიწყე ზრუნვა დაღუპვისაგან მათ გადარჩენაზე. თან ახალ-ახალსაც ვაგროვებდი, შემოწირულით აღარ ვჯერდებოდი. საზოგადოების ხარჯზე შეძენაც დავიწყე. სხვადასხვა კუთხეში მიმოწერა გავაჩაღე, აგენტები გავჩინე“-ექვთიმე თაყაიშვილი
ექვთიმე აქთიურად ჩაერთო მეცნიერულ, პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობაში. უმთავრეს მიზნად მან დაისახა მასალების შეკრება საქართველოს ისტორია-არქეოლოგიისათვის. 1889 წელს დააარსა „საქართველოს საეგზარქოსო მუზეუმი“, სადაც თავს უყრიდნენ ძველ საეკლესიო წიგნებს, ხელნაწერებსა და სხვადასხვა ნივთბს. მუშაობდნენ საქართველოს ეკლესიის ისტორიის შედგენაზე.
ექვთიმე თაყაიშვილი წერს:
საზოგადოების წევრი რომ გავხდი, მივიხედ-მოვიხედე, შევიტყვე, რომ იმ ძვირფას ხელნაწერებს კაცი პატრონი არა ჰყავდა და ძალაუნებურად მოვკიდე ხელი, დავუწყე პატრონობა. მერე თანდათან გამიტაცა, შემიყვარდა და ვიწყე ზრუნვა დაღუპვისაგან მათ გადარჩენაზე. თან ახალ-ახალსაც ვაგროვებდი, შემოწირულით აღარ ვჯერდებოდი. საზოგადოების ხარჯზე შეძენაც დავიწყე. სხვადასხვა კუთხეში მიმოწერა გავაჩაღე, აგენტები გავიჩინე….
საქართველო დავიარე და დავინახე, თუ რა უზარმაზარი მასალაა განწირული დავიწყებისა და ხშირად დაღუპვისთვისაც. პირდაპირ ამიტანა ფანატიკურმა მისწრაფებამ, რაც შეიძლება მეტი მომესწრო, მითუმეტეს, რომ ჩემ თანამედროვეთაგან აღარავინ მისდევდა ამ საქმეს.
რამდენს ვცდილობდი, რას არ ვკიდებდი ხელს, მაგრამ რამდენი რამ მაინც ვერ მოვასწარი!.. არ იყო ხალხი, თითოოროლა კაცის მეტი არ ეკარებოდა ასეთ საქმეს. არ ესმოდათ ამის მნიშვნელობა და გემო!.. რუსთველის გამზირზე სეირნობასა და პოპულარული სტატია-წიგნების კითხვას, ან ლიტერატურულ კამათს იქით აღარ მიდიოდა მათი მონდომება თითქოს გვყავდა ინტელიგენცია, მაგრამ ნამდვილად და ღრმად ვერავინ ხვდებოდა კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობისა და ადგილობრივ შესწავლის აუცილებლობას”.
გვარების წინამდებარე ალფაბეტურ-ელექტრონული ვერსია შედგენილია ორი
შემდეგი საისტორიო ნაშრომისა და გენეალოგიური წყაროს მიხედვით
1.მეწინავე დროშის საბარათაშვილოსა და სომხითის აღწერა“,რომელიც დაიწერა მეფე ვახტანგ  VI-ის ბრძანებით 1721 წელს ცნობილიისტორიკოსის ვახუშტი ბატონიშვილისა და მდივნის გივი თუმანიშვილის მიერ.
     2. „ეღწერა არაგვის ხეობისა, 1774წ.“, რომელიც მეფე ერეკლე II-ის ბრძანებით შუდგენიათ ლუარსაბ მაყაშვილს, მანუჩარ თუმანიშვილს და მდივან გორჯასპისშვილს.
1945 წლის 10 მაისს არჩეულ იქნა თბილისის უნივერსიტეტის პროფესორად. 1946 წელს კი იგი აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათააკადემიის აკადემიკოსად.
ზემოდხსენებული შრომები 1907 წელს ერთ წიგნად გამოსცა და რედაქტირება გაუკეთა ექვთიმე თაყაიშვილმა, რომელმაც იგი დაასათაურა, როგორც „მასალანი საქართველოს სტატისტიკური აღწერილობისა მეთვრამეტე საუკუნეში“.
1946 წელს ექვთიმე თაყაიშვილი საჯაროდ წარდგა თბილისის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლთა წინაშე მოხსენებით „ევროპაში ნანახი ქართული ძეგლები და იქვე შეკრებილი ცნობები ქართული ძეგლების შესახებ“. მეტად მნიშვნელოვანია მის მიერ 1949 წელს სრული სამეცნიერო აპარატის თანხლებით გამოცემული სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაო-კლასრჯეთის ბაგრატიონთა შესახებ.

მეჭურჭლეთუხუცესი



სახლი ლევილში
საფრანგეთში  ქართველ ემიგრანტთა  შორის ცხოვრობდა ერთი ხანშიოშესული კაცი, სათნო მეუღლესთან ერთად. ეს ოჯახი ყველაზე შეძლებული და ამავ დროს ყველაზე ღარიბი იყო მთელს საფრანგეთში. ოჯახის უფროსი ფასდაუდბელ განძს ფლობდა. განძი  ღვითშობლის წილხვედრ ქვეყანას და მის ხალხს ეკუთვნოდა. უჭირდა  ოჯახის უფროსს განძის შენახვა, მაგრამ უფრო მეტად უჭირდა  განძის შევსება თავისი  ხალხის  კუთვნილი  ახალადაღმოჩენილი ნივთებით. მას დაწყევლილი ყავდა ყველა ქრთველი, რომელიც სამშობლოს ისტორიულ ნივთს  დაუკარგავვდა. გამოცხადებული ჰქონდა, რომ ასეთი ნივთი ჯერ მასთან უნდა მიეტანათ და თუ იგი ვრ  შეძლებდა მის ყიდვას მხოლოდ მერე შეძლო მისი გაყიდვა. განძის მცველი ძლივს აკოწიწებდა  საჭირო თანხას. მხოლოდ ერთხელ  მიმართა ქართველ ემიგრაციას, დახმარებოდნენ ამ საშვილიშვილო საქმეში და მოეხადათ თავისი ვალი  სამშობლოსა და ერის წინაშე.
1921 წლის 25 თებერვალი საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების გამო საფრანგეთში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ  გაიტანა საბანკო ვალიუტა, ჩვენი ისტორიისა და კულტურის საზეიმო განძეულობა  და ხელნაწერები. მათ მცველად გაჰყვა ე. თაყაიშვილი მეუღლითურთ. 11 მარტს ბათუმიდან დატვირთული კრეისერ ერნესტ რენანით” გაემგზავრნენ  კონსტატინოპოლამდე, სადაც მათ რაღაც პრობლემა შექმნათ და იძულებული გახდენ  ერნესტ რენანიდან”  განძეულობა, დაძველებული სატვირთო გემ ბენ ჰოაზე” გადაეტანათ.  ვიდრე ხმელთაშუა ზღვას  გალევდნენ და საფრანგეთის ნაპირს მიუახლოვდებოდნენ, კაპიტანმა  დეპეშა გაგზავნა და მთავრობისგან მარსელის ნავსადგურში ბადრაგის დახვედრა მოითხოვა. მათ იქ დახვდათ ყველაზე უფრო პატიოსანი სამხედრო  ნაწილად მიჩნეული სენგალის პოლკი, რომელმაც ქართული ძვირფასეულობით სავეს ყუთები მარსელის ბანაკამდე მიაცილა.
განძეულობა მოთავსებული იყო 249 ყუთში. სია საქაეთველოშიც იყო. 1931 წლის 22თებერვალს გაზეთ კომუნისტის ნომერში გამოქვეყნდა ამ სიის მიხედვით მოშიმშილე ვქვთიმეს და ნინს მიერ შეძენილი ნივთების სია, რომელიც დღესაც უცნობია საზოგადოებისთვის. ვინ იცის რამდენმა ადამიანმა მოითბო ხელი მას შემდეგ. ეს კიდევ კვლევა-ძიების საითხია.
სახლი ლევილში
კომისიის მიერ საგანგებოდ  მიჩნეულ ქუთაისისა და თბილისის ხაზინიდან წაღებული სარეალიზაციო საბანკო ვერცხელეულობა“ გადაუდვნიათ და გაუყიდიათ 1200000 მანეთად. თანხის ნაწილით ქალაქ  ლევილიში უყიდიათ მამული და სახლი. ამავე სახლის მეორე სართულზე ექვთიმესა და ნინოსათვის მიუციათ 2 ოთახი. მრავალი წლის მანძილძე  ეს განძეულობა ხელშუხებელი ელაგა ვიდრე საქართველოს ემიგრანტულმა მთავრობამ  არსებობა არ შეწყვიტა და ანაბარი უპატრონოდ დარჩა.
ამ დღიდან ექვთიმე თაყაიშვილი ახალი ტანჯვა-წამების გზას გაუდგა. ექვთიმეს განძულის პატრონობის დამამტკიცებელი არავითარი საბუთი არ გაჩნდა რომლითაც თავის სიმართლეს დამტკიცებდა. ექვთიმე თაყაიშვილი არწმუნებდა საფრანგეთის მთავრობას რომ მარსელის ბანკში შენახული განძეულობა არსაოდეს  არ შეადგენდა ემიგრანტული მთავრობის საკუთრებას, რომ იგი საქართველოს კერძო მუზეუმის საკუთრება იყო და საერთაშორისო კანომდებლობის შეასბამისად მათვე უნდა დაბრუნებოდათ. მეცნიერი იმოწმებდა საბჭოთა რუსეთის მაგალითს.  
თავის  საცავში დაცული ყველა ქართული  სიძველე, რომელიც იქ სხვადსახვა დროსა და გარემოებაში მოხვედრილიყო, მთავრობის საგანგებო გადაწყვეტილებით რუსეთმა საქართველოს დაუბრუნა.
მასობაში საფრანგეთის მთავრობამ სადავოდ ქცეულ განძეულობას ადგილი შეუცვალა და მარსელის ბანკიდან  პარიზის ერთ–ერთ ბანკში გადმოიტანა და  მცვლად ფრანგი მოხელე ჟოდონი მიუჩინა. სწორედ იმ ხანად, როცა, როგორც იტვიან, დანა და ყელი ერთად იყო,   ობოლინსკის ქვრიცვმა, სამეგროლოს უკანასკნელი მთავრის ნიკოლოზ დადიანის ასულმა სალომემ, საქმე აღრძა, რომელიც 7 წელს გაგრძელდა და განძეულის ის ნაწილი მოითხოვა, რომელიც მისი მამა–პაპის კუთვნილი ზუგდიდს სახლიდან იყო წამოღებული. საბოლოდ ეს სასმართლო ექვთიმე თაყაიშვილმა მოიგო.
1926 წელს ნიუ-ორკის მეტროპოლიტენის დირექტორი ექვთიმეს შეხვდა და სთხოვა ქართული საგანძური ამერიკაში 6 თვით გამოეფინათ მარამ, ექვთიმემ  ჩვეული სიმტიცით უარი უთხრა.
მოგვიანებით ისევ ესტუმრნენ ექვთიმეს, მაგრამ მათ  ახლა ახლდათ ინგლისელი ქართველოგი ალენი.  ისინი პირველ რიგში ითხოვდნენ მინანქრიან ნივთებს. წარმომადგენლები იხდიდნენ ნახევარ მილიონს , განძის შენახვის თანხებს. აგრეთვე ალბომისა და მოხუცის ნაშრომების თანხებს.
გამოცემას, რომელიც საფრანგეთში დაიწერა (,,საქართველო რომაელთა დროს”, ,,ქართული წარმართობა”, ,,საქართველოს გაქრისტიანება”, ,,აფხაზეთის ისტორია”, ,,ქართული ისტორიოგრაფია   ,,ქართული ენის ადგილი მსოფლიოს ენათა შორის და მისი კილოკავები”) და სხვა  ნაშრომები და მის მატერიალურ უზრუნველყოფას.
ახალგორის მინანქრის ხატის შესყიდვაში მშიერ მოხუცს უცხო ქვეყანაში 8 მილიონს სთავაზობდნენ საგანძურში.
ეს საგანძური ღვთიური ძალის მატარებელია, მან საუკუნეების მანძილზე მონღოლობას, ოსმალობას, თურქ-სელჩუკობას გადაარჩინა ქართველი ერი. სწორედ ეს არის ღვთიური ძლისხმევის დასტური! ამ ქრისტიანულ ჯვარ-ხატებს საქართველოსათვის საკრალური, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.
ექვთიმე თაყაიშვილი ამბობს: „დღეს საქართველოში ისედაც მძიმე მდგომარეობაა, ზედმეტ სირთულეს ნუღარ ვიქმნით. ჩვენ გადარჩენის ერთადერთი გზა არის საგანძურის ხელშეუხებლობა. ესოდენ ძვირფასი საუნჯე ვის უნდა მივართვათ, როცა შუაგულ ევროპაში ომია, რომელიც სამწუხაროდ შეიძლება მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს.“
მსოფლიოს უძველესი კულტურის მატარებელი ქვეყნის საგაძური ყოველთვის იყო მსოფლიოს ყურადღების ცენტრში. განსაკუთრებით კი საგანძურზე მონადირე აშშ-ს. საქართველოს განძეულობამ, რომელიც ბევრ მსოფლიო მნიშვნელობის ხელოვნების ნიმუშს შეიცავდა, მადა მრავალ ბიზნესმენს აღუძრა. განძეულობის საფრანგეთში ჩატანისთანავე მენშევიკურ მთავრობას მოაკითხა ნიუ–იორკის ნატიფ ხელოვნებათა მუზეუმის დირექტორმა და მოლაფარაკება გაუმართა ქართულ კოლექციებში დაცული მინანქრების შეძენის თაობაზე. ქართული მინანქრების ნაწილი, როგორც ცნობილია , 1856 გაიტაცა ქუთაისის გუბერნატორმა ვინმე ლევაშოვმა. შემდეგ იგივე მოიმოქმედა პეტერგბურგელმა ფოტოგრაფმა საბინ გუსმა, ეგზარხოსის ლოცვაკურთხევით გაიტანა მინანქრის საუკეთესო ნიმუშები გელათის, მარტვილისა და ჯუმათის მონასტრებიდან, ვითომ უნდა შევაკეთებინოო. მან ბოროტად გამოიყენა ეს უფლება, მოსპო ბევრი ძველი ხატი თვით ეკლესიაში განახლების დროს და მათი მინანქრიანი მედალიონები კი მიჰყიდა კოლექციონერ ზვენიგორდოსკის. როგორც ცნობილია მინანქრის ხელოვნება დიდად იყო საქართველოში გავრცელებული და ჩვენებურ ხატებზე ხშირად ეკრა მედალიონები ბიზანტიურიცა და ქართულიც. თუმცა იციან მინანქრიანი ხატებისა და სხვა საეკლესიო ნივთების დამზადების რეცეპტი, მაინც ვერავინ ახერხებს ამ ხელოვნების აღდგენას. ზვენიგოროდიმ ჩვენს მინანქრებში  ნიუ–ორკის ,,მეტროპოლიტენ მუზეუმისაგან” მიიღო 200000 მანეთი, რაც იმდროისათვის ერთობ დიდი ფული იყო. ექვთიმე თაყაიშვილი ყველა მსგავს შემოთავაზებას უარით პასუხობდა.
ექვთიმე ლოზუნგი იყო: „ეშმაკსა კი შევეკვრები ოღონდ განძი გადავარჩინო.“ მა და მის მეუღლეს ხშირად პურიც კი არ ჰქონდათ და მათ მეგობრები ინახავდნენ. ქვთიმე თაყაიშვილი საოცარ გამძლეობას იჩენდა მატერიალური სიდუხჭირის გამო; ამას იგი იტანდა ოღონდ კი შემოქმედებითი მუშაობა განეგძო.
სახლი ლევილში
1931 წლის 8 მარტს ექვთიმე თაყაიშვილს მეუღლე გარდაეცვალა. მარტო დარჩნილი მოხუცი შიმშილის, ყინვისა და ავადმყოფობისაგან ბევრჯერ სიკვდილის პირამდეც მისულა, მაგრამ დაკისრებული მოვალეობისათვის არ უღალატია. ერთი უმცირესი ნივთიც, რომ გაეყიდა, იგი უმდიდრესი კაცი გახდებოდა, მაგრამ არცერთი მისხალი არ მოუკლია ერის საგანძურისათვის. იგი ოცნებობდა იმ დროზე, როცა საქართველოს დაუბრუნებდა თავის საგანძურს.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა ის პირობები, როცა შესაძლებელი გახდა ოცნება რეალობად ქცეულიყო. საფრანგეთსა და საბჭოთა კავშირს შორის შედგა მოლაპარაკება, რის შდეგადაც განძი ამერიკულ თვითმფრინავზე დატვირთეს და საქართველოში გამოგძავნეს მცველების თანხლებით. სამშობლოში ერისათვის დამაშვრალი მოღვაწე პატივით მიიღეს.