Wednesday, February 27, 2013

ეთნოგრაფი

ექვთიმე თაყაიშვილი
ექვთიმე თაყაიშვილი აქტიურ მეცნიერულ, პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა. ღვთისა და ერის სიყვარული წარმართავდა მის ყოველ მოქმედებას.
რევოლუციამდელი საქართველოს სამეცნიერო-კულტურულ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა 1907 წელს ევთიმე თაყაიშვილის თაოსნობით დაარსებულმა საისტორიო საეთნოგრაფიო“ საზოგადოებამ, რომელმაც მიზნად დაისახა საქართველოს ისტორიის, მისი ხალხის ყოფა-ცხოვრების, ხელოვნების ძეგლების შესწავლა. ექვთიმე თაყაიშვილმა საზოგადოების დაარსების უმალ შემოიკრიბა თითქმის მთელი ქართველი ინტელიგენცია (აკაკი წერეთელი, ვაჟაფშაველა, ივანე ჯავახიშვილი, ალექსანდრე ცაგარელი,  ზაქარია ფალიაშვილი, დიმიტრი არაყიშვილი, იაკობ გოგებაშვილი და მრავალი სხვა). საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ ფართო და ნაყოფიერი მუშაობა დაიწყო. მის შექმნას დიდი რეზონანსი ჰქონდა საქართველოს ფარგლებს გარეთაც. ყველა განათლებული ქართველი თავის მოვალეობად თვლიდა საზოგადოების წევრი გამხდარიყო და რაიმე ამაგი დაედო მისთვის.
„საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ“ შგროვება-შესყიდვით რამდენიმე წელიწადში მნიშვნელოვან მასალას მოუყარა თავი. მათ შორის იყო სხვადასხვა საარქეოლოგიო და საეთნოგრაფიო ნივთები, ხელნაწერები... ცალკე კოლექციას შეადგენდა ეკლესია-მონასტრების კედლებიდან გადმოღებული ფრესკები.
ძალზე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სწორედ ექვთიმე თაყაიშვილმა აღმოაჩინა ვეფხისტყაოსნის ძველი ხელნაწერები. მან თავი მოუყარა 17 ხელაწერს, რომელთაგან რამდენიმე ხელნაწერი საყურეადღებო იყო, როგორც ვარიანტებით, ისე მხატვრობით; საერთოდ კი 24 ხელნაწერის შესახებ შეაგროვა ცნობები. ექვთიმე თაყაიშვილის მიერ თავმოყრილ ვეფხისტყაოსნის ხელნაწერთა შორის ყველაზე ძველი იყო 1646 წლის ხელნაწერი, რომელიც ვინმე კორინთელისგან შეიძინა. ასევე ამ ხელნაწერებს შორის იყო მეფე გიორგი XI-ისთვის მისი მდივნის მიერ 1680 წელს გადაწერილი ვეფხისტყაოსანი“. ეს ხელნაწერი გამოირჩევა თავისი მოხატულობით. ექვთიმე თაყაიშვილის დამსახურებაა, რომ გადარჩა პელაგია წერეთლისეული ვეფხისტყაოსნი“, რომელიც სიუჟეტური მინიატურებით იყო დასურათებული.
მეათე საუკუნის "ჯრუჭის ოთხთავი"
აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ ექვთიმე თაყაიშვილმა 1919 წელს თბილისში, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ჩამოიტანა ჯრუჭის მონასტერში დაცული ჯრუჭის მეატე საუკუნის ოთხთავი.





No comments:

Post a Comment