Wednesday, February 27, 2013

ისტორიკოსი

ექვთიმე თაყაიშვილი
ამ მეცნიერმა ქართველოლოგიის დარგში გაავლო წარუშლელი კვალი. საისტორიო-საეთნოგრაფიო მუზეუმის შექმნით მან მეცნიერებას მრავალი ნაშთი სამუდამოდ და უთუოდ დაღუპვისაგან გადაურჩინა და ქართულ სიძველეთა და ხელოვნების მეცნიერების მომავალს განვითარების საუკეთსო პირობები შეუქმნა. ივანე ჯავახიშვილი სხვა ფორმითაც იმეორებს ზემოთ წარმოდგენილი ეპიგრაფის აზრს: თანამედროვე მკვლევარი იმის მეათედსაც ვერ გააკეთებდა ბატონ თაყაიშვილის მრავალ ნაშრომს რომ საამისოდ ნიადაგი არ მოემზადებინა.
საისტორიო წყაროებისა და გამოკვლევებისადმი უმკაცრესი კრიტიკული დამოკიდებულების გამო ივანე ჯავახიშვილი ნდობით ეპყრობოდა . თაყაიშვილის პუბლიკაციებსა და გამოკვლევებს. ცნობილი აღმოსავლეთმცოდნე მიხეილ წერეთელი არნიშნავს: „ექვთიმე თაყაიშვილი დიდი შმკრებელი იყო ძველი საქართველოს მწერლობისა და ხელოვნების ძეგლთა, გაცილებით უფრო მეტის შემძენი ჩვენი ეროვნული საგანძურისათვის, ვიფრე წინამორბედნი . ბაქრაძე, . ჯანაშვილი, . ჟორდანია...
ექვთიმემაც იცოდა თავისი ადგილი ქართულ ისტორიოგრაფიაში. საამისოდ საკმარისია გავიმეოროთ ცნობილი ადგილი მისივე ნაშრომებიდან, სადაც იგი ამბობს: „ჩემი გამოცემები რომ არ ჰქონდათ საყრდენად, ჩვენი დიდი მეცნიერებიც კი ძალიან ბევრს რასმე ისეთი სისავსით ვერ გააკეთებდნენ, როგორითაც შეძლესო“. ცნობილია, რომ მეცნიერულ კვლევა-ძიებას გზას უბნევდა უტყუარი საბუთები, სიგელგუჯრები, მათზე უკრიტიკოდ დაყრდნობა.
ეს ნაკლი,-შნიშნავს ივ. ჯავახიშვილი,-საქართველოს გეოგრაფიულად სწორუპოვარ აღმწერს და დიდ ისტორიკოს ვახუშტი ბაგრატიონსაც ახასიათებს, მაგრამ მაინც იგია, ვინც ქართულ საისტორიო მწერლობაში პირველმა შექმნა მძლავრი კრიტიკული მიმართულება. . ბაქრაძის გარდაცვალებით . თაყაიშვილს მოეშალა ერთი კედელი, მაგრამ დარჩა . ჭავჭავაძე, რომელიც ისე დიდად აფასებდა . ბაქრაძეს, რომ გვირგვინის ლენტზე დაუწერია: საფლავი შენისთანა კაცისა სალოცავია მამულისა. და ეს კაცი რომ აღარ იყო, ილიამ ქვთიმეს დაუწყო მფარველობა; იმედი ჰქონდა, რომ ეგ შეცვლიდა ბაქრაძს, რაც მალე დადასტურდა კიდეც.
. თაყაიშვილი მოგონებებში წერს: „ვფიქრობ, თავის ქებად არ ჩამეთვლება, თუ ვიტყვი, რომ ხსენებულმა ნაშრომმა ერთგვარი გარდატეხა გამოიწვია ქართულ ისტორიოგრაფიაში, რადგან ცხადჰყო, რომ სამი ქრონიკა შეადგენდა ქართლის ცხოვრების ძირითად წყაროს“. . თაყაიშვილმა პირველმა გაარკვია, რომ მეათე საუკუნისმოქცევაი ქართლისაისხელნაწერის ვახტანგისეული კომისიის შესავალი თეიმურაზ ბატონიშვილის კი არაა, როგორც ამას თვლიდნენ . ბაქრაძე, . ჯანაშვილი და სხვებიც, არამედ ეკუთვნის მეფე ვახტანგ მეექვსესა და მის კომისიას. თბილისში შექმნილი მძიმე პირობების გამო, ექვთიმემ 1900 წლის ზაფხული მშობლიურ ლიხაურში გაატარა. სამი ძეგლი აქვე თარგმნა რუსულ ენაზე და მალეც გამოსცა. შემდეგ გამოირკვა, რომ  „მოქცევაი ქართლისაის“, რომელიც . თაყაუშვილმა სამ ისტორიულ ქრონიკაში გამოაქვეყნა, აკლდა გვერდები. ეს ნათელყო არქიმანდრიტ . ხელაიას მიერ ჭელიშის მონასტერში გამოვლენილმა ნუსხამ, რომელიც მანვე გამოაქვეყნა. ცნობილია, რომ ქართულ ისტორიოგრაფიაში დებულება პიტიახშისა და ერისთავის იგივეობის შსახებ პირველად . თაყაიშვილმა წამოაყენა, მოგვცა პიტიახშთა სახელის საკმაოდ სრული ფუნქციონალური დახასიათება.
განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ექვთიმეს მიერ 1908 წელს აღმოჩენილი და 1920 . გამოცემული ხელმწიფის კარის გარიგება. ექვთიმე თაყაიშვილი იმ მხრივაც განსაკუთრებული მოღვაწეა, რომ არცერთ მეცნიერს იმდენი წარწერა არ მოუპოვებუა და არ წაუკითხავს, კინკლოსი არ განუმარტავს, ქორონიკონი არ აუხსნია და ქრონოლოგიური ტაბულები არ შეუდგენია, რამდენიც . თაყაიშვილმა სეძლო.
პედაგოგიურ-საზოგადოებრივი მოღვაწეობის მხრივ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს . თაყაიშვილის მიერ 1900 წელს საქართბელოს ისტორიისა და ლიტერატურის მოყვარულთა ქრის დაარსება, რასავ კმაყოფილებით ეხმაურებიან გაზეთიივერიადა ჟურნალიმოგზაური“. ჩვენი პედაგოგი მონაწილეობდა აგრეთვე ქართული ენისა და ისტორიის სწავლების მეთოდიკური საკითხების გაჩევაში. მანვე შადგინა ქართული ენის სწავლების პროგრამა 1990-იანი დასაწყისშივე და მასვე კავკასიის ოლქის მზრუნველმა შეადგინა ისტორიის სწავლების მეოთხე კლასის პროფრამა 1909/10 სასწავლო წლისათვის.
ექვთიმე სამი ათეული წლის მანძილზე მთელი თავისი გატაცებით ემსახურებოდა მშობლიური ქვეყნის განათლების საქმეს, მიუხედავად იმისა, რომ მას ბევრი წინააღმდეგობის გადალახვაც უხდებოდა. სასწავლოს გარდა ნამდვილი აკადემიური სკოლა იყო . თაყაიშვილის მიერ დაარსებული საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება, რომლის სხდომაზე, როგორც ზემოთ ვნახეთ, იკითხებოდა მოხსენებები და რეფერატები, ხდებოდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა, საზოგადოება ახორციელებდა სამეცნიერო ექსპედიციებს, აქვეყნებდა მასალებსა და გამოკვლევებს. დიდად ყურაღებიანი იყო . თაყაისვილი სამშობლოში მოღვაწეთა მიმართ და აგრეთვე საქართველოს გარეთ მოსწავლე თუ მომუშავე ახალგაზრდობისა და განსაკუთრებით მომავალი ისტორიკოსებისადმი. საამისოდ საკმარისია გავიხსენოთ მისი მამობრივი მზრუნველობა ივანე ჯავახიშვილისადმი, ყურადღება . კაკაბაძისა და სხვებისადმი. იგი ღრმა მოხუციც კი ეხმარებოდა მზარდ კადრებს.
. თაყაიშვილის დამსახურება თუნდაც მხოლოდ ისტორიის დარგში უყოყმანოდ იმსახურებს დიდ შეფასებას.
     

No comments:

Post a Comment